მომხმარებელთა გამოცდილების ხელმძღვანელი - BlueTabla
BlueTabla logo

მომხმარებელთა გამოცდილების ხელმძღვანელი

BlueTabla
სრული
28/05/2026
28/06/2026

"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართულ სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე — www.bluetabla.ge

ვაკანსია: Head of Customer Experience

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

** ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) განსაზღვრა და მისი დანერგვა ყველა საკომუნიკაციო არხში;

** მომსახურების სტანდარტებისა და გაიდლაინების შემუშავება;

** ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;

** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი ადგილზე (მაღაზიებში) და დისტანციურად;

** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;

** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და ანალიტიკური დასკვნების (insights) მიწოდება პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის გუნდებისთვის.

** მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობა

მოთხოვნები:

** მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე კომერციულ განყოფილებაში, მომხმარებელთან ურთიერთობის, მომსახურების ხარისხის ან საცალო გაყიდვების მართვის მიმართულებით;

** მომსახურებისა და გაყიდვების პროცესების სისტემურად ჩამოყალიბების გამოცდილება;

** ტრენინგების ჩატარებისა და გუნდის განვითარების გამოცდილება;

** ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის, ასევე პრეზენტაციის უნარები;

** ანალიტიკური აზროვნება და მომხმარებლის მონაცემებთან მუშაობის უნარი;

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ სამუშაო დონეზე.

ანაზღაურება და პირობები:

** კონკურენტული ანაზღაურება

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე — . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "Head of Customer Experience"

მომსახურების სტანდარტებიგუნდის მართვაანალიტიკური აზროვნებაკომუნიკაციატრენინგების ჩატარებაინგლისური ენა