მზარეული
სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი მდებარეობა: ყაზბეგი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 5 სექ
განაცხადების ვადა: 5 ოქტ
გამოცდილების დონე: საშუალო
სასტუმრო "Intourist Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
- პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
- ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
- მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
- მთავარი მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
- აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
- ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
- მუდმივი ტრენინგი, დისციპლინა და განვითარება.
- მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
საჭირო უნარები:
- სამზარეულოში სწრაფად მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ქართულ/ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
- სასტუმროს ბუფეტის ტიპის საუზმის მომზადების გამოცდილება;
- უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
- ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ქართული სამზარეულოევროპული სამზარეულოდროის მართვაგუნდური მუშაობაჰიგიენის სტანდარტებისასტუმროს ბუფეტი