უსაფრთხოების ოფიცერი - GLI
GLI logo

უსაფრთხოების ოფიცერი

GLI
ბათუმი
სრული
1200 ₾/თვე
29/05/2026
29/06/2026

"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე "ბელვიუ რეზიდენს ბათუმში".

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება შენობა/ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** შენობა/ობიექტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

** კომპანიის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება;

** გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები; გაატაროს პრევენციული ღონისძიებები;

** იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;

** მოახდინოს კამერების მონიტორინგი;

** ნებისმიერ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოახდინოს სწრაფი რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება;

** კონფლიქტური სიტუაციების მართვა;

** შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება და ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს;

** უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** ორგანიზებული;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დროის მართვის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ბათუმი , რუსთაველის #40

** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

** ანაზღაურება: 1200 ლარი

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** კვებითი უზრუნველყოფა

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, რესტორან "Pelion", Eforea Spa

** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"

** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში

** 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;

** 20%-იან ფასდაკლებას რესტორან რუსთაველში;

კომპანიის შესახებ

** "ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას

** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას

** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას

** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_wsk4c/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კამერების მონიტორინგიკონფლიქტების მართვადროის მართვაგუნდური მუშაობა