სასტუმროს ადმინისტრატორი - სასტუმრო მუხრანთუბანი

სასტუმროს ადმინისტრატორი

სასტუმრო მუხრანთუბანი
თბილისი
სრული
1200 ₾/თვე
01/06/2026
01/07/2026

სასტუმრო "მუხრანთუბანი" , რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასურველი მოთხოვნები:

** სასურველია სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება.

** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

** Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება;

** ჯავშნების განხორციელება;

** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;

** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;

** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;

** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

** BOOKING- ის ჯავშნების მიღება, კონტროლი;

** MAIL-ების კონტროლი და პასუხის გაცემა.

პირობები:

** მუშაობის გრაფიკი: 12 საათიანი სამუშაო ცვლა, საშუალოდ თვეში 15 ცვლა;

** კვებით უზრუნველყოფა;

** დაზღვევა;

** ხელფასი: 1200 ₾ (80 ₾ 1 ცვლა) + ბონუსი.

** მისამართი: ნ. ბარათაშვილის 23 (თავისუფლების მეტროსთან ახლოს)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად ელფოსტის მისამართზე და სასათაურო ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

EnglishRussianFinaTeamworkCustomer Service