ქსელის განვითარების მენეჯერი - საკონდიტრო ბელა

ქსელის განვითარების მენეჯერი

საკონდიტრო ბელა
თბილისი
სრული
28/05/2026
28/06/2026

საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე!

შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:

https://www.facebook.com/tortibela

https://www.instagram.com/patisserie_bela/

https://www.tiktok.com/@belastorti

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

** უფასო კვებას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას.

მოვალეობები:

** ქსელის გაფართოება და სტრატეგიული დაგეგმვა;

** ახალი ლოკაციების იდენტიფიცირება, შეფასება და შეთავაზება მენეჯმენტისთვის;

** ახალი ფილიალების გახსნის პროცესის მართვა;

** საოპერაციო ეფექტურობის განსაზღვრა, მარაგების ოპტიმალური გადანაწილება და ლოჯისტიკური პროცესების კონტროლი;

** ფილიალებში მომსახურების, ვიზუალისა და ჰიგიენის სტანდარტების მონიტორინგი;

** გაყიდვების ანალიზი ფილიალების ჭრილში და შესაბამისი ეფექტური გეგმების შემუშავება;

** გუნდის მართვა-განვითარება, რეგიონული/ფილიალის მენეჯერებისთვის KPI-ების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;

** ლოკალური მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ეფექტური გაყიდვების სტიმულირება;

** მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი და სერვისის გაუმჯობესების ინიციირება;

** კონკურენტული უპირატესობების განვითარება, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ან მარკეტინგის სფეროში.

** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება საცალო ქსელის მართვის, ან განვითარების მიმართულებით;

** სასურველია კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ანალიტიკური აზროვნება;

** მოლაპარაკებების წარმოება;

** გუნდის მართვა;

** სტრატეგიული დაგეგმვა;

** პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!

სტრატეგიული დაგეგმვაგუნდის მართვაანალიტიკური აზროვნებამოლაპარაკებებიMS Office