მებაღე - ეროვნული ბოტანიკური ბაღი
თბილისი
სრული
1520 ₾/თვე
28/04/2026
28/05/2026

" საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი " არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)

ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30

შესვენება 13:00-14:00

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1

ანაზღაურება: 1, 520 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*

შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა

ფუნქციები:

** აგროტექნიკური ღონისძიებების შესრულება (მორწყვა, ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება, დაბარვა, თოხნა, სასუქების შეტანა, ფორმირება, მცენარეების შეწამვლა);

** სანიტარული ღონისძიებების გატარება (მარგვლა, თიბვა, ფოცხვა, ხმელი ტოტების მოცილება, ხეების გასუფთავება, ნარჩენების სეპარაცია და გადაადგილება);

** მცენარეების დარგვა, გადარგვა, თესლების შეგროვება, კალმების აჭრა, თესლების და ბოლქვების შენახვა და მომზადება დასათესად;

** ტერიტორიის ფიტოსანიტარული მონიტორინგი, პრობლემის შემთხვევაში კურატორთან კონსულტაცია;

** მონაწილეობა ჯგუფურ სამუშაოებში (ჭრები, დარგვები, გადარგვები, თიბვა, გაწმენდითი სამუშაოები, ნარჩენების გატანა).

ვალდებულებები:

** ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული მცენარეთა სახეობების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მათი იდენტიფიცირება;

** პასუხისმგებელია საბაღე ინვენტარის მოვლასა და დაცვაზე; (დაზიანების შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის ხელმძღვანელს).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო, არასრული ან სრული პროფესიული განათლება (დამადასტურებელი ცნობა, ატესტატი, სერტიფიკატი, დიპლომი);

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** (სარეკომენდაციო წერილი).

უნარები:

** საბაღე ინვენტართან მუშაობის უნარი;

** აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;

** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** გუნდში მუშაობის უნარი;

** ორგანიზებულობა;

** პასუხისმგებლობა;

** პუნქტუალობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;

** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;

** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 28.05.2026

გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

აგროტექნიკამცენარეების მოვლასაბაღე ინვენტარიგუნდური მუშაობადროის მართვაპასუხისმგებლობა