დირექტორის ასისტენტი - გეა

დირექტორის ასისტენტი

გეა
თბილისი
სრული
22/04/2026
31/05/2026

ფარმაცევტული კომპანია "გეა" აცხადებს მიღებას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე (1 საშტატო ერთეული)

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #6

სამუშაო დატვირთვა:

დადგენილი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი, 09.00 სთ-დან - 18.00 სთ - მდე.

შრომითი ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის მითითებების შესრულება დადგენილ ვადებში;

** დირექტორის ელ-ფოსტის შემოწმება, მიღებული შემოთავაზებების კონტროლი და განაწილება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში.

** დოკუმენტებისა და წერილების თარგმნა;

** სტუმრების დახვედრისა და გაცილების ორგანიზება; საჩუქრების შეძენა/ორგანიზება.

** ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობა, ავია ბილეთების შეძენა, სასტუმროების შერჩევა/დაჯავშნა და ანგარიშსწორების ორგანიზება;

** საელჩოებსა და საკონსულოებთან ურთიერთობა;

** დირექტორის დავალებით სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (როგორც ზეპირი, ასევე წერითი);

** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა

დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;

კონკურსის პირობები და ეტაპები:

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად, რის შემდეგაც შეირჩევა სასურველი კანდიდატი.

** ეტაპი I- CV-ის განხილვა;

** ეტაპი II - ტესტირება ინგლისურ ენაში

** ეტაპი III - ზეპირი გასაუბრება;

მუშაობის დაწყება მოხდება 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე 2026 წლის 31 მაისამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: .

ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.

ინგლისური ენარუსული ენაMS Officeთარგმნასაორგანიზაციო უნარებიადმინისტრაციული დავალებები