საგადასახადო სპეციალისტი - Russell Bedford

საგადასახადო სპეციალისტი

Russell Bedford
თბილისი
სრული
2500 ₾/თვე
04/06/2026
04/07/2026

"Russell Bedford International"-ის წევრი კომპანია " Russell Bedford Georgia " აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ გაინტერესებთ პროფესიული განვითარება, მრავალფეროვან კლიენტებთან მუშაობა და საერთაშორისო სტანდარტების გარემოში კარიერული ზრდა - შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** საგადასახადო საკონსულტაციო პროექტებში მონაწილეობა;

** კლიენტებისთვის საგადასახადო საკითხებზე წერილობითი და ზეპირი კონსულტაციების გაწევა;

** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;

** საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

** საგადასახადო დეკლარაციებისა და აღრიცხვიანობის პროცესების მიმოხილვა;

** საგადასახადო შემოწმებების პროცესში მონაწილეობა და მხარდაჭერა;

** საგადასახადო მემორანდუმების, ანგარიშებისა და სხვა პროფესიული დოკუმენტაციის მომზადება;

** საგადასახადო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგი და ანალიზი;

** კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მოთხოვნების ეფექტური მართვა;

** პროექტების შეთანხმებულ ვადებში და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად შესრულება;

** გუნდის წევრებთან და მენეჯერებთან აქტიური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

** საგადასახადო მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება - მინიმუმ 2-3 წელი;

** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;

** IFRS-ის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;

** გუნდური მუშაობისა და მრავალ პროექტთან პარალელურად მუშაობის უნარი;

** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;

** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ქსელის ფარგლებში;

** მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობას;

** თანამედროვე და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

** ტრენინგებსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას;

** კონკურენტულ ანაზღაურებას - 2500 ლარიდან , კვალიფიკაციის შესაბამისად;

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: საბურთალო, ანტონოვსკაიას ქ. 9

** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

განაცხადის მიღების წესი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე:

Subject-ში მიუთითეთ: Tax Specialist

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები Russell Bedford Georgia-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საგადასახადო კანონმდებლობაExcelIFRSანალიტიკური აზროვნებაინგლისური ენა