სამუშაოთა მწარმოებელი - More Beauty

სამუშაოთა მწარმოებელი

More Beauty
თბილისი
სრული
29/04/2026
29/05/2026

" მორ ბიუთი " აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესის სრულყოფილი მართვა;

** სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;

** სამშენებლო მასალების მიღება, რაოდენობრივი გათვლა და შესაბამისი აღრიცხვის უზრუნველყოფა;

** ხარჯთაღრიცხვების მომზადება და პროექტის ხარჯების ანალიზი;

** პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ახალი მუშახელის მოძიება;

** რესურსებისა და მარაგების ეფექტური მართვა და ოპტიმიზაცია;

** სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის მომზადება შესრულებული სამუშაოების შესახებ;

** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო სფეროში;

** სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;

** პუნქტუალურობა;

** სტრესულ გარემოში და მკაცრ ვადებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი (ობიექტების მდებარეობის მიხედვით);

** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი);

** სამუშაო საათები: 09:00-18:00.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე:

სამშენებლო სამუშაოების მართვახარისხის კონტროლიხარჯთაღრიცხვარესურსების მართვაპროექტის დაგეგმვარეპორტინგი