წარმოების სუპერვაიზერი დღის და ღამის ცვლაში - საკონდიტრო ბელა

წარმოების სუპერვაიზერი დღის და ღამის ცვლაში

საკონდიტრო ბელა
თბილისი
სრული
1500-2000 ₾/თვე
28/05/2026
28/06/2026

საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას დღის და ღამის ცვლაში წარმოების სუპერვაიზერის (წარმოების პერსონალის ზედამხედველის) პოზიციაზე!

შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:

https://www.facebook.com/tortibela

https://www.instagram.com/patisserie_bela/

https://www.tiktok.com/@belastorti

დღის ცვლაში სამუშაო განაკვეთი: 08:00 საათიდან 17:00 საათამდე, (კვირაში 5 დღე);

ღამის ცვლაში სამუშაო განაკვეთი: 20:00 საათიდან 08:00 საათამდე, (კვირაში 40 საათი);

ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი ;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

** უფასო კვებას;

** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

მოვალეობები:

** სამუშაო გეგმის მიხედვით წარმოების პერსონალის გადანაწილება უბნებზე;

** პერსონალის მუშაობის ზედამხედველობა;

** დამზადებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;

** პერსონალის მიერ ინვენტარის სწორად გამოყენების კონტროლი;

** პერსონალის მიერ რეცეპტურის და კომპანიის შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;

** დამზადებული პროდუქციის აღრიცხვა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** პერსონალის მართვის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!

პერსონალის მართვასაოფისე პროგრამებიხარისხის კონტროლიგუნდური მუშაობაკომუნიკაცია