გაყიდვების მენეჯერი - რომბი უსაფრთხოება

გაყიდვების მენეჯერი

რომბი უსაფრთხოება
ბათუმი
სრული
1000-5000 ₾/თვე
28/04/2026
28/05/2026

შპს "რომბი უსაფრთხოება" არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების დაცვას, ზედამხედველობას და მონიტორინგს ბიზნეს სექტორში ეკონომიკური საქმიანობის ყველა მიმართულებით. კომპანიას აქვს 100+ წარმატებული პროექტი. შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მომსახურებას ვუწევთ სხვადასხვა ტიპის ობიექტებს მათ შორის მშენებლობა, რესტორნები, სასტუმროები, ქარხნები და ასე შემდეგ.

შპს "რომბი უსაფრთხოება" -ის გუნდის წევრობა ნიშნავს დიდ გამოცდილებას, კარიერულ წინსვლას, ჯანსაღ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

შპს "რომბი უსაფრთხოება" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვაფართოებთ საქმიანობას: ვხსნით შრომის უსაფრთხოების ინვენტარის (PPE) მაღაზიას.

მდებარეობა: ბათუმი , დავით გურამიშვილის შესახვევი N20

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული გაყიდვები (B2B): პოტენციური კლიენტების (სამშენებლო, დეველოპერული და სხვა კომპანიები) მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება.

** პროდუქციის რეალიზაცია: შრომის უსაფრთხოების ინვენტარის (PPE) გაყიდვების მართვა.

** სერვისების შეთავაზება: კომპანიის მომსახურებების (შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგი, გაზომვები, HACCP) პრეზენტაცია და გაყიდვა.

** გრძელვადიანი პარტნიორობა: არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია კორპორატიული მიმართულებით).

** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი.

** საკუთარი ავტომობილი (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი).

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

ფიქსირებული ხელფასი: 1000 ლარი (ერთი თვე გამოსაცდელი ვადით) გაზრდის პერსპექტივით.

შემოსავლის პოტენციალი: დაგროვებადი ბონუსების სისტემით თქვენი ყოველთვიური ანაზღაურება შეიძლება გაიზარდოს 5000 ლარამდე.

უნიკალური დაგროვებადი ბონუსი: მომსახურების გაყიდვის შემთხვევაში, თქვენი ბონუსი არ არის ერთჯერადი. დანამატი გერიცხებათ ყოველთვიურად, მანამ, სანამ კლიენტი სარგებლობს ჩვენი სერვისით (მაგ: ხელშეკრულების ვადით).

ტექნიკური მხარდაჭერა: კორპორატიული ნომერი (ბალანსის შევსებით) და საკუთარი ავტომობილის შემთხვევაში — საწვავით სრული უზრუნველყოფა.

სააპლიკაციო პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

საკონტაქტო ნომერი: +995 500 44 44 05

მისამართი: ბათუმი, დავით გურამიშვილის შესახვევი N20

კორპორატიული გაყიდვებიB2BკომუნიკაციაპრეზენტაციამოლაპარაკებებიPPE