აუდიო მაღაზიის გაყიდვების კონსულტანტი - ჰერცი და ლუმენი

აუდიო მაღაზიის გაყიდვების კონსულტანტი

ჰერცი და ლუმენი
თბილისი
სრული
1300 ₾/თვე
30/04/2026
30/05/2026

მაღაზია " ჰერცი და ლუმენი " აცხადებს ვაკანსიას აუდიო მაღაზიის გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის მომხმარებლის მომსახურება, პროდუქციის შეთავაზება, კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;

** შემოსულ ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;

** დოკუმენტების წარმოება: ინვოისი, შეთავაზება;

** მიღებული საქონლის დასაწყობება, ინვენტარიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიონალური აუდიო/განათების და სახლის აუდიო აპარატურის სფეროში ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** სასურველია ანალოგიური საქმიანობის გამოცდილება გაყიდვების სფეროში;

** საოფისე პროგრამების ცოდნა - Word, Excel, outlook;

** ინგლისური ენის ცოდნა - სასაუბრო და საქმიანი მიმოწერა;

** პროგრამა FINA-ში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება: 1300 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, საპენსიო ფონდი.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 საათიდან 19:00 საათამდე;

შაბათი 11:00 საათიდან 17:00 საათამდე. (მორიგეობით)

მისამართი: დიღომი, აკ. ბელიაშვილის 135.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, ელექტრონულ ფოსტაზე:

დამატებითი ინფორმაციისათვის კომპანიის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/HertzLumen/

გაყიდვებიმომხმარებელთა მომსახურებაინგლისური ენაMS ExcelFINAაუდიო აპარატურა