მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი - გერმანულენოვანი - ამელიკა

მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი - გერმანულენოვანი

ამელიკა
თბილისი
სრული
28/04/2026
28/05/2026

ჩვენ, კომპანია " Amelika LLC" ვეძებთ თანამშრომელს სრულ განაკვეთზე ერთ-ერთი მსხვილი კლიენტის ონლაინ მაღაზიის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში.

მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი (სრული განაკვეთი)

ჩვენს შესახებ:

კომპანია "ამელიკა" 2022 წელს თბილისში დაარსდა მისი გერმანელი მმართველი დირექტორის, თორსტენ ტოპფერის მიერ. დღესდღეობით ჩვენი გუნდი 7 ადამიანისგან შედგება. ჩვენ ვართ ახალგაზრდა გუნდი თანამედროვე კორპორატიული კულტურით, ბრტყელი იერარქიითა და მუშაობის გერმანული სისტემით. ამჟამად ვმუშაობთ სხვადასხვა გერმანულ კომპანიასთან და ახლა ვეძებთ თანამშრომელს გერმანული ონლაინ მაღაზიისთვის.

ჩვენი მოთხოვნები:

შენ ხარ შესაფერისი კანდიდატი, თუ:

** ფლობ გერმანულ ენას უმაღლეს დონეზე (მინიმუმ B2);

** ხარ ტიპური "Allrounder"-ი და "Digital Native" — გაქვს სურვილი, აიღო პასუხისმგებლობა მომხმარებელთა მომსახურებასა და "შენი" ონლაინ მაღაზიის სხვა მომიჯნავე სფეროებზე;

** გაინტერესებს ონლაინ მაღაზიის პროცესები და შეგიძლია მომხმარებლების მხარდაჭერა როგორც ელ-ფოსტით, ასევე ტელეფონით;

** გაქვს ამბიცია, შეისწავლო დამატებითი ფუნქციები (მაგალითად: შეკვეთების დამუშავება და პროდუქციის მართვა);

** გსიამოვნებს ახალი რაღაცების სწავლა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;

** ამჟამად მაღაზიის ERP-სისტემა განახლების პროცესშია. საწყის ეტაპზე დაგვჭირდება შენი დახმარება, რაც საშუალებას მოგცემს, საფუძვლიანად შეისწავლო ახალი სისტემა.

რას გთავაზობთ:

** თანამედროვე სამუშაო სივრცეს თბილისის ცენტრში;

** მიმზიდველ ანაზღაურებას, შენი პასუხისმგებლობის შესაბამისად;

** World Class ფიტნეს ცენტრის აბონემენტს (გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ);

** კომფორტულ სამუშაო საათებს (დღის განმავლობაში 8 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);

** სასიამოვნო და მეგობრულ გუნდს, რომელიც შედგება გერმანულენოვანი (და ქართველი) კოლეგებისგან;

** შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითარო წარმატებული კვების პროდუქტების ონლაინ მაღაზია (მაგ: პროტეინები, სახამებელი და მინერალები).

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გერმანული ენამომხმარებელთა მომსახურებაDigital NativeERP სისტემებიEmail supportPhone support