მთავარი ბუღალტერი - კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
თბილისი
სრული
3000-4000 ₾/თვე
04/05/2026
04/06/2026

სს " კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი " აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყვს "გალფი"-ს და "დსთ"-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმარებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე)

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 12 (სტამბა)

შრომის ანაზღაურება: 3000-4000 NET (გამოცდილების მიხედვით)

პოზიციის მიზანია: კომპანიის ბუღალტრული ოპერაციების ზედამხედველობა და მართვა, ფინანსური ანგარიშგების სიზუსტის, რეგულაციებთან შესაბამისობისა და სამუშაო პროცესების ეფექტიურობის უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა;

** ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი,

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი აღრიცხვის მონიტორინგი;

** საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება;

** პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო ოპერაციების წარმოების კონტროლი;

** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობის უზრუნველყოფა;

** საბუღალტრო და საბილინგო პროგრამებში წარმოებული ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;

** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები;

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;

** მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;

** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;

** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: . გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

საგადასახადო კოდექსიIFRSბუღალტრული პროგრამებიMS Officeფინანსური ანგარიშგება