რეკრუტერი - მიმინო თრეველ ჯორჯია
სრული
3000 ₾/თვე
01/06/2026
01/07/2026

ვეძებთ ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ რეკრუტერს , რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ტალანტების აღმოჩენასა და მოზიდვაში. თუ გაქვთ ადამიანების "წაკითხვის" სუპერძალა, იცით, სად და როგორ იპოვოთ პასიური კანდიდატები და გსურთ ტურიზმის სფეროში მუშაობა, ეს პოზიცია თქვენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა განყოფილებებთან მჭიდრო კომუნიკაცია და ვაკანსიების პროფილების დეტალური შესწავლა;

** კანდიდატების აქტიური მოძიება (Sourcing) სხვადასხვა არხების გამოყენებით (LinkedIn, შიდა ბაზები, პროფესიული ქსელები და სხვა);

** რეზიუმეების გადარჩევა, პირველადი გასაუბრებების ჩატარება და კანდიდატების შეფასება;

** შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა (ინტერვიუების ჩანიშვნა, უკუკავშირის მიცემა, Job Offer-ის მომზადება);

** კანდიდატების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მოწესრიგება;

** შრომის ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და რეკრუტირების პროცესების მუდმივი გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეკრუტინგის, ან ზოგადად ადამიანური რესურსების კუთხით აუცილებელია.

** სასურველია HR სააგენტოში მუშაობის გამოცდილება.

** კანდიდატების მოძიების (Sourcing) თანამედროვე ტექნიკებისა და ხელსაწყოების ცოდნა.

** სხვადასხვა სფეროს სპეციფიკის სწრაფი ათვისების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ემპათიური.

** კეთილგანწყობილი.

** მოლაპარაკებების წარმოებისა და ადამიანების დარწმუნების უნარები.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ანაზღაურება: 3000 ლარი ხელზე.

** ჯანმრთელობის დაზღვევას.

** ულიმიტო საკომუნიკაციო პაკეტი.

** გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები.

თუკი გავაღვიძეთ შენი ინტერესები, რომ შემოგვიერთდე, მოუთმენლად ველოდებით შენს რეზიუმეს: . სათაურში მიუთითე "რეკრუტერი".

მადლობა!

რეკრუტინგიSourcingLinkedInკომუნიკაციაგასაუბრება