გაყიდვების კონსულტანტი - XS სათამაშოები

გაყიდვების კონსულტანტი

XS სათამაშოები
თბილისი
სრული
25/05/2026
25/06/2026

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი " xs toys " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში, ისთ ფოინთი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 8 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ხუთი თბილისში, ერთი ბათუმში და 2 უკვე ევროპაში, კერძოდ სლოვენიაში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი.

2 ცვლა:

1) 10:00-19:00

2) 13:00-22:00

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;

** კომფორტული სამუშაო გარემო;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;

** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;

** სალარო აპარატთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება;

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;

** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კონსულტანტი თბილისში). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვებიმომხმარებლის მომსახურებაMS WordExcelკომუნიკაცია