Business Development Manager - B2B Sales - Rivo • რივო
Rivo • რივო logo

Business Development Manager - B2B Sales

Rivo • რივო
ნებისმიერი
სრული
3000-4500 ₾/თვე
1 ივლისი 2026
19 ივლისი 2026

კომპანია „რივო“ ეძებს მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალს Business Development Manager-ის პოზიციაზე კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით. თუ გაქვთ B2B გაყიდვების გამოცდილება და გსურთ წვლილი შეიტანოთ დასაქმების ბაზრის ტრანსფორმაციაში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

ფინანსური პირობები და სამუშაო ფორმატი:

  • ფიქსირებული ანაზღაურება: 3,000 ლარი
  • ბონუსი: შეუზღუდავი (საშუალო მოსალოდნელი თვიური შემოსავალი: 4,500+ ლარი)
  • სამუშაო გრაფიკი: Remote-first + საოფისე სივრცე (მუშაობის შესაძლებლობა სასურველი ადგილიდან)
  • სამუშაოს დაწყების თარიღი: დაუყოვნებლივ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი კორპორატიული პარტნიორების მოძიება და სოფტის/პლატფორმის დანერგვა კომპანიებში.
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა: ლიდების გენერირებიდან გარიგების დახურვამდე.
  • ეფექტური B2B მოლაპარაკებების წარმოება HR ლიდერებთან, მენეჯერებსა და კომპანიის დამფუძნებლებთან.
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და განმეორებითი გაყიდვების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • B2B გაყიდვების დადასტურებული გამოცდილება — აუცილებელია „ცივი ზარების“ (cold calling), საქმიანი შეხვედრების მართვისა და გარიგებების წარმატებით დახურვის პრაქტიკა (სასურველია ტექნოლოგიურ, SaaS ან მსგავს სექტორში).
  • მოლაპარაკებების შესანიშნავი უნარები — კომპლექსური არგუმენტაციის, პროდუქტის ღირებულების სწორად პრეზენტაციისა და წინააღმდეგობებთან მუშაობის ნიჭი.
  • თვითორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა (High Agency) — დისტანციურ გარემოში მინიმალური ზედამხედველობით მუშაობისა და დასახული მიზნების დამოუკიდებლად მიღწევის უნარი.
  • CRM სისტემებთან და თანამედროვე ციფრულ ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი, გამართული წერითი და ვერბალური ფლობა.

რას გთავაზობთ კომპანია:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა: კორპორატიული სადაზღვევო პაკეტი.
  • შვებულება: ანაზღაურებადი შვებულება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
  • ტექნიკური უზრუნველყოფა: სამუშაოდ გადმოგეცემათ Apple MacBook და წვდომა წამყვან პრემიუმ პროგრამულ უზრუნველყოფებზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ხელსაწყოებზე (Gemini, ChatGPT, Claude).
  • სამუშაო გარემო: სრული თავისუფლება და მოქნილობა Remote-first მოდელის ფარგლებში.
  • პროფესიული ზრდა: შესაძლებლობა, იყოთ წამყვანი AI-powered პლატფორმის განვითარების მონაწილე და მიიღოთ შეუზღუდავი ფინანსური შემოსავალი, რომელიც პირდაპირკავშირშია თქვენს შედეგებთან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე დღესვე.

b2b saleslead generationoutbound prospectingcrmhr techsaas