სენიორ აუდიტორი - ქუდოს ჯორჯია
ქუდოს ჯორჯია logo

სენიორ აუდიტორი

ქუდოს ჯორჯია
თბილისი
სრული
29/04/2026
30/05/2026

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია " Kudos Georgia " აცხადებს ვაკანსიას სენიორ აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის პროცესის ეფექტიანი ორგანიზება და წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად;

** Kudos International Network -ის მიერ შემუშავებული აუდიტის მეთოდოლოგიის სრულფასოვანი გამოყენება;

** აუდიტის პროცესის დაგეგმვა;

** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;

** აუდიტის პროცესში მომზადებული დოკუმენტების მიმოხილვა;

** აუდიტის დასკვნის მომზადება და პარტნიორისთვის წარდგენა;

** პრაქტიკული ტრენინგების უზრუნველყოფა ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

** ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორულ ფირმაში;

** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

** ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად;

** IFRS და ISA სტანდარტების ცოდნა;

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა";

** სამუშაო განაკვეთი: სრული;

** ანაზღაურება: შეთანხმებით;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2026 წლის 30 მაისამდე წარმოადგინოთ LinkedIn Jobs - ის შესაბამისი ფუნქციით ან გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი მინიმალური სახელფასო განაკვეთი.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ქუდოს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ISAIFRSExcelACCAინგლისური ენააუდიტი