MOORE-ის ლოგო

შემფასებლის ასისტენტი

MOORE
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 30 სექ
განაცხადების ვადა: 30 ოქტ

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc" , რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას შემფასებლის ასისტენტის პოზიციაზე შეფასებისა და კორპორაციული ფინანსების დეპარტამენტში ( www.moore-georgia.ge )

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს ( www.moore-global.co m).

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpas;
  • მზარდი ანაზღაურება;
  • უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
  • ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი;
  • პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
  • ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
  • მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაო გეგმის შედგენა და შესაბამისი დროის განსაზღვრა შეფასების ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით;
  • ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვა განსაზღვრული ვადების მიხედვით;
  • შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ქონების შეფასება კომპეტენციების ფარგლებში;
  • სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინსტრუქციებისა და მოთხოვნების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Office);
  • ქონების დამოუკიდებლად შეფასების კომპეტენცია ნებისმიერი საშემფასებლო მეთოდის გამოყენებით.

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და მიუთითოთ პოზიცია - "შემფასებლის ასისტენტი".

MS Officeქონების შეფასებაანალიტიკური აზროვნებადროის მართვაპრეზენტაციის უნარი