ლოჯისტიკის მენეჯერი - GeoPaper

ლოჯისტიკის მენეჯერი

GeoPaper
თბილისი
სრული
1200-1500 ₾/თვე
25/05/2026
25/06/2026

კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** იმპორტის პროცესის ორგანიზება და სრული კოორდინაცია (მომწოდებლებთან, გადამზიდავებთან, საბაჟო ბროკერებთან ურთიერთობა);

** გადაზიდვის დოკუმენტაციის სრული კონტროლი და სიზუსტის უზრუნველყოფა;

** გადაზიდვების პროცესის მონიტორინგი საწყისი ეტაპიდან საბოლოო მიწოდებამდე;

** დოკუმენტაციის საფუძველზე ტვირთის აღრიცხვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება Excel-ში;

** ტრანსპორტირების ვადებისა და ხარჯების კონტროლი;

** შესყიდვების მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ პროცესებში (კომერციული შეთავაზებების მიღება, ფასების შედარება, მონაცემების დამუშავება);

** ადმინისტრაციული მხარდაჭერა (კანცელარია, საოფისე მარაგები, დოკუმენტების გაცემა/მიღება)

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** ლოჯისტიკის მიმართულებით მცირე გამოცდილებაც ჩაითვლება უპირატესობად;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** Fitpass სარგებლობის შესაძლებლობას;

** კვების თანადაფინანსებას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 40 სთ კვირაში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7

ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾ , საგამოცდო პერიოდის შემდეგ - 1500 ₾

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე:

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!

"რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით."

ლოჯისტიკაExcelიმპორტიდოკუმენტაციის მართვაკომუნიკაცია