დისტრიბუტორი - მზიური
მზიური logo

დისტრიბუტორი

მზიური
ბათუმი
სრული
1300-1600 ₾/თვე
04/05/2026
04/06/2026

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს " მზიური ", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბუტორის საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბათუმში დისტრიბუტორის (მიწოდების თანამშრომელი) თანამდებობაზე.

კომპანიის მოთხოვნები და პირობები:

** ანაზღაურება 1300-1600 ლარი

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** FitPass

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

** ბათუმის ქუჩების კარგად ცოდნა

** უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;

** გუნდურობა;

** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი;

** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** პუნქტუალურობა.

მოვალეობები:

** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი;

** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის;

** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;

** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.

** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;

** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;

** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;

** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;

** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;

** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;

** მონაცემთა გადატანის უფლება;

** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;

** თანხმობის გამოხმობის უფლება;

** გასაჩივრების უფლება`

** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

ბათუმის ქუჩების ცოდნადისტრიბუციადოკუმენტებთან მუშაობაპასუხისმგებლობის გრძნობაკომუნიკაბელურობა