პროექტების მენეჯერი - კომპანია

პროექტების მენეჯერი

კომპანია
სრული
16/04/2026
31/05/2026

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

წინადადებების მიღება სრულდება ამა წლის 31 მაისს.

სამსახურებრივი მოვალეობები:

** პროექტების სრული ციკლის მართვა (პროექტის დაგეგმვა, განხორციელების მონიტორინგი, შეფასება, დასრულება);

** პროექტის ძირითადი პარამეტრების: დროითი, ადამიანური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და ოპტიმალური განაწილება;

** პროექტის აღწერა, პროექტის შესრულების განრიგის შემუშავება, პროექტის გუნდის ფორმირება, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება;

** პროექტის შესრულების მონიტორინგი, პროექტის განხორციელების რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

** პროექტის განსაზღვრულ ვადებში დასრულების უზრუნველყოფა;

** პროექტის დამკვეთებთან ურთიერთობა;

** პროდუქტის მომწოდებლებთან კონტაქტი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

** ინკოტერმსის (International Commercial Terms) წესებით გათვალისწინებული სავაჭრო ტერმინების ცოდნა;

** უმაღლესი განათლება; სასურველია ტექნიკური მიმართულებით.

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** Microsoft Project-ის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;

** საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვის და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა;

** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** არ უნდა იყოს მწეველი;

** არ უნდა იყოს კონფლიქტური.

დამატებითი ინფორმაცია:

** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე;

** უპირატესობა მიენიჭება რეკომენდაციების მქონე პრეტენდენტს;

** სასურველია კანდიდატის ასაკი იყოს 30 წელი და მეტი;

** კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპებს.

დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაციის ფორმა შემდეგ ბმულზე: https://form.asana.com/?k=h17FZQgD5ZPTHm4_ea1oew&d=71922475500426 და თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ასევე შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და რეკომენდაციები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@softmaster.ge

პროექტების მართვაMicrosoft ProjectIncotermsMS Officeინგლისური ენარუსული ენამოლაპარაკებებიგუნდური მუშაობა