ფინანსური კონტროლიორი/ოპერაციული ასისტენტი - ჰაბმშენი

ფინანსური კონტროლიორი/ოპერაციული ასისტენტი

ჰაბმშენი
თბილისი
სრული
1800-2500 ₾/თვე
05/05/2026
05/06/2026

" ჰაბმშენი " აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლიორი/ოპერაციული ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 5 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.hubmsheni.com/

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი

** სრული განაკვეთი

** ანაზღაურება: 1800-2500 ლარი (გამოცდილების მიხედვით)

პოზიციის მიზანი

ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება კომპანიის მიმდინარე პროექტების ფინანსური საკითხების მართვაში.

ძირითადი მოვალეობები

** ციფრების და პროცესების ეფექტური მართვა

** ფინანსური ინფორმაციის დროული და ზუსტი აღრიცხვა

** პროექტის ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანალიზის წარმოდგენა

** პროექტის საბოლოო მომგებიანობის განსაზღვრა

** კვირის ფინანსური გეგმის შედგენა და განხორციელების კონტროლი

დამატებითი პასუხისმგებლობები

** ხელმძღვანელის ინსტრუქციით დამკვეთებთან წერილობითი კომუნიკაცია (email)

** არსებული კონტრაქტების შაბლონების ტექნიკური კორექტირება

** კვირის გეგმების და ამოცანების აღრიცხვა

** შესყიდვების პროცესში მონაწილეობა (ინფორმაციის შეგროვება და შეთავაზებების შედარება)

მოთხოვნები

** Excel ან Google Sheets-ის საშუალო დონეზე ცოდნა

** ყურადღება დეტალების მიმართ

** პასუხისმგებლობა და სისტემურობა

** უნარი იმუშაოს ყოველდღიურ რუტინულ პროცესებში

უპირატესობა მიენიჭება

** ფინანსურ ან ადმინისტრაციულ სფეროში გამოცდილებას

** სამშენებლო ან პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ExcelGoogle Sheetsფინანსური აღრიცხვაბიუჯეტის მონიტორინგიკომუნიკაციაშესყიდვების მართვა