ტაქსის მძღოლი
გრინმობილიკომპანია "გრინმობილი" დაფუძნდა 2022 წლის 1 თებერვალს და ის გახდა ყველაზე დიდი ელექტრომობილების კომპანია საქართველოში. "გრინმობილი" არის პირველი პრემიუმ კლასის ელექტრო ავტომობილების კომპანია, რომელიც ოპერირებს BOLT-თან ერთად. ეს არის ბოლტის ტაქსის სერვისი.
თუ არ გყავთ ავტომობილი ჩვენ გაძლევთ საშუალებას კომპანიის პრემიუმ კლასის ავტომობილით იმუშაოთ ტაქსის მძღოლად , გამოიმუშაოთ დღეისთვის ნორმალური და რაც მთავარია სტაბილური ანაზღაურება ბოლტის აპლიკაციით.
თითოეულ ავტომობილზე მუშაობს 2 მძღოლი, 2 ცვლაში (დღის და ღამის ცვლა).
სამუშაოს ხანგრძლივობა: 10 (ათი) საათი დღეში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პუნქტუალურობა, თავაზიანობა, სისუფთავე.
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
შრომის ანაზღაურება მოხდება ყოველკვირეულად, გამომუშავებული თანხის 35-40% და თვის სარგო მერყეობს 1600-2700 ლარამდე (ავტომობილის კლასის მიხედვით).
არავითარი წინასწარი დეპოზიტი და იჯარის გადასახადი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოსტაზე: ელ. ფოსტა და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია ან დაგვიკავშირდით: 595 04 55 56 გიორგი.
დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://greenmobil.ge .
