არქ-კონი-ის ლოგო

მძღოლი

არქ-კონი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 2 სექ
განაცხადების ვადა: 2 ოქტ

კომპანია " არქ-კონი " აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. არქ-კონის სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი.

კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.

სამუშაო პირობები და სპეციფიკა:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • სამუშაოს სპეციფიკა: მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის შიდა და გარე გადაზიდვების შესრულება;
  • დადგენილი მარშრუტის დაცვა და დროული მიწოდება;
  • ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვაში დახმარება;
  • მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
  • შესყიდვების მენეჯერთან მუდმივი კომუნიკაცია და სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
  • მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციისა და სიების სიზუსტის კონტროლი ტრანსპორტირებისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია (სავალდებულო);
  • თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა.

როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?

თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: -ზე.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!

B კატეგორიის მართვის მოწმობათბილისის ქუჩების ცოდნაპასუხისმგებლობაორგანიზებულობაგუნდური მუშაობა