ტექნიკური სერვისის მენეჯერი - კომპანია

ტექნიკური სერვისის მენეჯერი

კომპანია
თბილისი
სრული
16/04/2026
31/05/2026

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით

წინადადებების მიღება სრულდება ამა წლის 31 მაისს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისებთან დაკავშირებული თანმდევი პროცესების მხარდაჭერა;

** მიმდინარე სერვისების მონიტორინგი; რეპორტების (ანგარიშების) წარმოება;

** კლიენტებთან კომუნიკაცია. მომხმარებელთა უკმაყოფილების მინიმიზაცია;

** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

** მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდებისა და არხების განსაზღვრა/განვითარება;

** სტანდარტებისა და პროცედურების განვითარების საჭიროებების მუდმივი გამოვლენა და ფორმირება;

** სერვისში არსებული პრობლემებისა და ინციდენტების, ასევე საოპერაციო რისკების მაქსიმალური გამოვლენა და გადაწყვეტის კოორდინაცია;

** არასტანდარტული პრობლემებით მომსახურების შეფერხების შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;

** პროცესების ოპტიმიზაცია; გამარტივება-განვითარების მიზნით ტექნიკური დავალებების შემუშავება;

** ტექნიკოსების გუნდის მართვა და მათი ოპტიმალური მუშაობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2 წელი.

** სასურველია რუსულისა და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** გუნდის მართვის უნარი; ინიციატიურობა;

** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, დროის ეფექტიანი მართვა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** სხარტი, კრეატიული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

** მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული.

** არამწეველი;

დამატებითი მოთხოვნები:

დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა შემდეგ ბმულზე: https://form.asana.com/?k=h17FZQgD5ZPTHm4_ea1oew&d=71922475500426 და თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ასევე შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და რეკომენდაციები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@softmaster.ge

გუნდის მართვასერვისის მონიტორინგირეპორტინგიპროცესების ოპტიმიზაციაTechnical ManagementEnglish languageRussian language