ინჟინერ-კონსტრუქტორი - ბარს მეკატრონიკი

ინჟინერ-კონსტრუქტორი

ბარს მეკატრონიკი
თბილისი
სრული
3000 ₾/თვე
28/05/2026
28/06/2026

სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია " ბარს მეკატრონიკი " აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: გ. ლორთქიფანიძის #19გ, სამგორი (ყოფილი კაიროს ქუჩა)

ანაზღაურება: საწყის ეტაპზე Net - 3000 ლარი

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 08:00 - 18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური ნახაზებისა და 3D მოდელების მომზადება;

** SolidWorks-ში ტექნიკური ნახაზებისა და მოდელების შექმნა;

** ტექნიკური ნახაზების წაკითხვა და დამუშავება;

** საწარმოო დეტალებისა და კონსტრუქციების პროექტირება;

** მეტალის კონსტრუქციებისა და დეტალების პროექტირება;

** წარმოების პროცესთან კოორდინაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;

** საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;

** უსაფრთხოების და ტექნიკური სტანდარტების გათვალისწინებით მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;

** SolidWorks-ის პროგრამის ცოდნა;

** 3D მოდელირების გამოცდილება;

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;

** ტექნიკური ნახაზების შედგენისა და წაკითხვის უნარი;

** საინჟინრო და ტექნიკური აზროვნება;

** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** აუცილებელია ქართული ენის, თურქულის ან რუსულის ცოდნა;

** საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

SolidWorks3D მოდელირებატექნიკური ნახაზებისაინჟინრო პროექტირებაMS Office