გაყიდვების მენეჯერი - ერპიემი
ერპიემი logo

გაყიდვების მენეჯერი

ერპიემი
ბათუმი
სრული
27/05/2026
27/06/2026

" RPM" — პრემიუმ ავტოპროდუქტებისა და ავტომობილის მოვლის კომპანია — ეძებს გაყიდვების მენეჯერს ამბიციური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდისთვის.

თუ გიყვარს კომუნიკაცია, გაყიდვები და გინდა გახდე ძლიერი პროფესიონალი ავტოსფეროში — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ჩვენი მიმართულებები მოიცავს: ძრავისა და ტრანსმისიის ზეთებს, ანტიფრიზებს, ფილტრებს, ავტოქიმიას, ავტომობილის მოვლის საშუალებებსა და სხვა პრემიუმ ავტოპროდუქტებს.

"RPM"-ში შენ უბრალოდ სამსახურს არ იწყებ — აქ იძენ პროფესიას და გამოცდილებას, რომელიც ავტოსფეროში კონკურენტულ უპირატესობას გაძლევს.

ჩვენთან მიღებული ცოდნა, პრაქტიკა და გაყიდვების გამოცდილება გაძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდე ძლიერ, მოთხოვნად და უკონკურენტო კადრად ავტოსფეროში — ადამიანად, რომელსაც ენდობიან, აფასებენ და რომლის შედეგებიც თვალსაჩინოა.

ქალაქი: ბათუმი

რას გააკეთებ:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია

** პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვების პროცესის მართვა

** არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება

** ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი

** გაყიდვების შედეგებზე მუშაობა და განვითარება

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას

** პროფესიულ განვითარებას და მუდმივ სწავლებას

** პრაქტიკულ გამოცდილებას

** თანამედროვე და სტაბილურ სამუშაო გარემოს

** კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას

** გამოცდილ გუნდს და ყოველდღიურ მხარდაჭერას

რას ველოდებით:

** კომუნიკაბელურობას და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას

** შედეგზე ორიენტირებულობას

** სწავლისა და განვითარების სურვილს

** გაყიდვების გამოცდილება სასურველია, თუმცა არა აუცილებელი

თუ გინდა იმუშაო გარემოში, სადაც შენი განვითარება რეალური პრიორიტეტია — შემოუერთდი RPM-ის გუნდს.

გამოგვიგზავნე CV/დაგვიკავშირდი: ან დაგვიკავშირდით ნომერზე 597739414

გაყიდვებიკომუნიკაციაკლიენტებთან ურთიერთობამომხმარებელთა მომსახურება