აკადემიის მენეჯერი - Levels Academy

აკადემიის მენეჯერი

Levels Academy
თბილისი
სრული
2000 ₾/თვე
01/05/2026
01/06/2026

" Levels Academy " აცხადებს ვაკანსიას აკადემიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისი

** სამუშაო საათები: 5 სამუშაო დღე, 40 საათი

** ანაზღაურება: 1 თვე გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1000 ლარი

** გამოსაცდელი ვადის შემდეგ 2000 ლარი (დარიცხული)

ძირითიდადი მოვალეობები:

** აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის ყველა ასპექტის მართვა და ცენტრის ფუნქციონირების კონტროლი

** ორგანიზაციული მიზნებისა და განვითარების გეგმის დასახვა

** პრიორიტეტული სამუშაოს განსაზღვრა

** სასწავლო გეგმების ჩამოყალიბება და დანერგვა

** მოსწავლეების მონაცემთა ბაზების შექმნა, ინფორმაციის ანალიზი და მონიტო-რინგი

** მასწავლებლების შერჩევა აკადემიის კონცეფციის შესაბამისად

** მასწავლებლების მუშაობაზე დაკვირვება და ხარისხის კონტროლი

** სწავლის პროცესის მონიტორინგი

** მასწავლებლებთან და სტუდენტებთან პერმანენტული შეხვედრების გამართვა

** კორპორატიული კლიენტების მოზიდვა

** სატელეფონო ზარების, მეილებისა და სხვა ელექტრონული შეტყობინებების პასუხი

** სტუდენტებისთვის აქტივობების და ივენთების დაგეგმვა

** ახალი სასწავლო წლის დაგეგმვა/დაწყება

** ინფორმაციის ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსება

** ადმინისტრაციისა და უშუალო უფროსის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება

** საზაფხულო სკოლების დაგეგმვა და განხორციელება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება

** ინგლისური ენის ცოდნა B2

** გამართული მეტყველების/გადმოცემის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე

** მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი

** გუნდის მართვის უნარი

** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი

** კომუნიკაბელურობა

** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ინგლისურ ენაში

** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მისამართზე: და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

English B2გუნდის მართვასაოფისე პროგრამებისაგანმანათლებლო პროგრამების მართვაკომუნიკაციაადმინისტრირება