სამედიცინო წარმომადგენელი - ზენდელ ნუტრაფარმა

სამედიცინო წარმომადგენელი

ზენდელ ნუტრაფარმა
თბილისი
სრული
1500 ₾/თვე
05/05/2026
05/06/2026

ესპანური წარმოების ფარმაცევტული კომპანია " ზენდელ ნუტრაფარმა " აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #230

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

ანაზღაურება: 1500 ლარი + მგზავრობის თანხა ან საწვავი + ბონუსი რეალიზაციის შესრულების შემთხვევაში (მოქმედი პრემიალური სისტემა)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

** გამოუცდელი კადრებისთვის ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას;

** საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვას;

** ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს;

** სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას;

ძირითადი მოვალეობები:

** სამიზნე აუდიტორიასთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება (სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები);

** დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში აქტიური მონაწილეობა (კონფერენციები, პრეზენტაციები და სხვა);

** დასახული ამოცანების ეფექტურად შესრულება და დროული რეპორტინგი;

** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება.

აუცილებელი უნარები:

** გამართული კომუნიკაციისა და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ორგანიზებულობა;

** პუნქტუალურობა-დროის მართვის უნარი;

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ საშუალო სპეციალური/უმაღლესი სამედიცინო განათლება (ფარმაცევტული ან სამკურნალო მიმართულება);

** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა;

** აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომუნიკაციამოლაპარაკებაMS Officeფარმაციადროის მართვაპრეზენტაცია