ტექნიკოსი - სასტუმრო Hilton Batumi

ტექნიკოსი

სასტუმრო Hilton Batumi
ბათუმი
სრული
04/06/2026
04/07/2026

შემოუერთდით " Hampton by Hilton Batumi Center "-ის გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს საერთო წარმატებაში!

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პრაქტიკულ და მომსახურებაზე ორიენტირებულ ტექნიკოსს , რომელიც შეუერთდება Hampton by Hilton Batumi Center-ის გუნდს.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის და გუნდის წევრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა - ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის!

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესის განმავლობაში.

** ინჟინრული სისტემების მონიტორინგი და ტექნიკური მომსახურება

** ელექტრო სისტემების შემოწმება და მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება

** წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა

** გათბობა-გაგრილების სისტემების მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.

** ავზების, ტუმბოების, სატუმბი სადგურებისა და ტექნიკური მოწყობილობების მონიტორინგი და მომსახურება.

** სარემონტო სამუშაოების ჩატარება - წვრილი სამშენებლო, ხის და ლითონის სამუშაოები, ავეჯის შეკეთება ან მონტაჟი.

** ავარიული სიტუაციების მართვა და რეაგირება.

** მოწყობილობების რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება და დაზიანებების პრევენცია.

** ქვაფენილის რეცხვა და გარეგნული სისუფთავის შენარჩუნება.

** საწყობში მასალების და ხელსაწყოების აღრიცხვა და წესრიგის დაცვა.

** თანამშრომლობა ადმინისტრაციასთან და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან ტექნიკური საკითხების ეფექტურად მოგვარების მიზნით

სხვა მოვალეობები:

** საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს F&B-ს ან სასტუმროს სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერას (მაგალითად, ბარში ან ლობიში დახმარება)

** აქტიურად მონაწილეობს გუნდურ შეხვედრებში და ტრენინგებში

** ასრულებს მენეჯმენტის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს, რათა უზრუნველყოს სტუმართა კმაყოფილება და ოპერაციული პროცესების შეუფერხებელი მუშაობა

კვალიფიკაცია და უნარები:

** სავალდებულოა პროფესიული სერტიფიკატი ერთ-ერთ სპეციალიზებულ სფეროში: ელექტროობა, მექანიკა, სამაცივრე სისტემები, ხის დამუშავება/დურგლობა ან წყალგაყვანილობა

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ტექნიკურ სამსახურში ან ინჟინერიის სფეროში

** HVAC, ელექტრო, სანტექნიკურ და მექანიკურ სისტემების ცოდნა

** უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა

სამუშაო პირობები

** სამუშაო ადგილი: ბათუმი , რუსთაველის 20

** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

** ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** კვებით უზრუნველყოფას;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;

** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე;

** 20%-იან ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში;

** 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს და შეავსოთ განაცხადი: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_kqctf/ ან დაგვიკავშირდით 511 415 285

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Hampton by Hilton Batumi Center მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

HVACელექტროობასანტექნიკამექანიკური სისტემებიუსაფრთხოების სტანდარტებისარემონტო სამუშაოები