სამეურნეო სამსახურის ტექნიკური სპეციალისტი - საკონდიტრო ბელა

სამეურნეო სამსახურის ტექნიკური სპეციალისტი

საკონდიტრო ბელა
თბილისი
სრული
1500 ₾/თვე
28/05/2026
28/06/2026

საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)

ანაზღაურება: 1500 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

** უფასო კვებას;

** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

მოვალეობები:

** საწარმოსა და მაღაზიების შემოვლა, პრობლემური საკითხების იდენტიფიკაცია, შესაძლებლობების ფარგლებში აღმოფხვრა;

** მაღაზიების აღჭურვა-მომარაგება სხვადასხვა სახის ინვენტარით, დაზიანებული ინვენტარისა და მოწყობილობების შეკეთება;

** შესაბამისი მოწყობილობების სისტემატური დათვალიერება/კონტროლი;

** სადეზინფექციო-სადერატიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;

** შრომის უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ტექნიკური რეგულაციების დაცვა-კონტროლი;

** კომპანიის მხარდაჭერა სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებში.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 453 453.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!

B კატეგორიის მართვის მოწმობაინვენტარის შეკეთებატექნიკური მომსახურებადეტალებზე ორიენტირებულობა