დამლაგებელი
ქართული ღვინის სახლიკომპანია " ქართული ღვინის სახლი " აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა/მისამართი: ქ. გორი, თამარ მეფის ქ. № 26.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00სთ.
ანაზღაურება: 800 ლარი
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** ენერგიულობა
მოვალეობები:
** კომპანიის შიდა და გარე პერიმეტრის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სველი წერტილებისა და სამზარეულოს რეგულარული დასუფთავება-დეზინფექცია;
** საჭირო ჰიგიენური საშუალებების დროული მომარაგება;
** საწმენდი ინვენტარისა და მასალების სწორად გამოყენება და შენახვა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ხელმძღვანელობის მითითებების შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: ელ. ფოსტა
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
