უჯ ლუბრიკანტს
წარმოება და სოფლის მეურნეობა
„უჯ ლუბრიკანტს“ წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ ნავთობქიმიურ საწარმოს, რომელიც ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საავტომობილო და ინდუსტრიული დანიშნულების ზეთებსა და საცხებ მასალებს აწარმოებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიას და საკუთარი პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. გუნდი ორიენტირებულია ინოვაციური ფორმულების დანერგვასა და მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაზე როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური ბაზრისთვის.