თერაპევტი, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

ფსიქოგანათლების ცენტრი სივრცენი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: მოქნილი განაკვეთი
გამოქვეყნდა: 8 ოქტ
განაცხადების ვადა: 31 ოქტ

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი " სივრცენი " აცხადებს ვაკანსიებს ენა მეტყველების, ადრეული განვითარების, ქცევის, აკადემიურის, სენსორულ/ოკუპაციურის თერაპევტების, ნეიროფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბავშვთა შეფასება, საჭიროებების იდენტიფიკაცია
  • წერილობითი ანგარიშგება და მშობლისთვის გაცნობა
  • საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციის გეგმის შემუშავება და განხორციელება
  • 6 თვეში ხელახალი შეფასება და ინტერვენციის გეგმის განახლება
  • საჭიროების შემთხვევაში ბავშვის სხვა სერვისში გადამისამართება
  • შემთხვევის განხილვებში მონაწილეობის მიღება
  • კვირაში ერთხელ ორგანიზაციულ და გუნდურ შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი.

დამატებითი მოთხოვნები:

  • უწყვეტი პროფესიული განათლების მზაობა
  • პროფესიული სუპერვიზიის ქვეშ მუშაობის მზაობა
  • სიახლეების გაცნობის, გაზიარებისა და დანერგვის მზაობა
  • შემთხვევის მართვის პროცესში თანამშრომლობის მზაობა და გუნდურობა
  • ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზაციული ღირებულებების პატივისცემა და დაცვა

მისამართი: საბურთალო, ჯანო ბაგრატიონის 6

სამუშაო დღეები: შაბათი-კვირა, ასევე განიხილება კვირის სხვა დღეებიც 17:00 საათიდან 21:00 საათამდე. კვირა დღეზე იმოქმედებს განსაკუთრებული ტარიფი.

სამუშაო განაკვეთი: სრული ან ნახევარი განაკვეთი.

დოკუმენტაცია: დიპლომი, შესაბამისი სერტიფიკატები, CV, სამოტივაციო წერილი

შესაბამისი კანდიდატის მიერ დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელ. მისამართზე: გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

განცხადების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2026.

ბავშვთა შეფასებაანგარიშგებაინტერვენციის დაგეგმვაგუნდური მუშაობაკომუნიკაცია