დამლაგებელი შაბათ-კვირას

ფრილანსერი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 800-900 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 21 ნოე
ბოლო ვადა: 29 ნოე

კავკასიის მედიცინის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე შაბათს და კვირას.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე ადამიანებს, რომლებსაც სურთ სტაბილურ სამუშაო გარემოში დასაქმება.

სტაციონარული განყოფილება:

* პაციენტების პალატების ყოველდღიური დასუფთავება;

* ნაგვის გატანა დღის განმავლობაში;

* გამოყენებული თეთრეულის გატანა შესაბამის ოთახში და სუფთა თეთრეულის მოტანა;

* პაციენტის გაწერის შემდეგ პალატის, აბაზანისა და იატაკის დასუფთავება;

* დერეფნების დასუფთავება;

* სანიტარული ოთახებისა და ნარჩენების სივრცეების მოწესრიგება;

* საჭიროების შემთხვევაში საწოლის ბორბლების გაწმენდა.

სტაციონარში საშუალოდ 12–14 პალატაა. პაციენტების ღამის დასვენების პერიოდში სამუშაო დატვირთვა შედარებით მცირდება.

ამბულატორიული განყოფილება:

დღის ცვლაში:

* ტუალეტების, დერეფნებისა და ფოიეს დასუფთავება;

* საჭიროების შემთხვევაში ექიმის კაბინეტის მოწესრიგება.

ღამის ცვლაში:

* კაბინეტების დასუფთავება;

* ნაგვის გატანა;

* იატაკის, ნიჟარების, სარკეებისა და ფანჯრის რაფების გაწმენდა;

* დერეფნებისა და ტუალეტების დასუფთავება;

* შესაბამისი სართულის კიბის დასუფთავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

* სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

* პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;

* გუნდურად მუშაობის უნარი;

* მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.

თუ გსურთ დასაქმება მოწესრიგებულ სამუშაო გარემოში, შემოგვიერთდით! დაგვიკავშირდით 568731687

დასუფთავებასანიტარული ნორმებინარჩენების მართვაპუნქტუალურობაგუნდური მუშაობა