დასუფთავების სერვისების საოპერაციო მენეჯერი
German Cleaning მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 24 აგვ
განაცხადების ვადა: 23 სექ
გამოცდილების დონე: საშუალო
დასუფთავების კომპანია " German Cleaning " აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტებზე სამუშაო პროცესის დაგეგმვას, გუნდის კოორდინაციასა და მომსახურების ხარისხის კონტროლს.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტის დათვალიერება, სამუშაოს მოცულობის შეფასება და პროცესის დაგეგმვა;
- თანამშრომლების ობიექტებზე განაწილება და სამუშაო გრაფიკის მართვა;
- საჭირო ინვენტარის, ტექნიკისა და დასუფთავების საშუალებების ორგანიზება;
- სამუშაო პროცესის, ვადებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- კლიენტებთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოს ჩაბარება;
- მასალების, სამუშაო დროისა და საოპერაციო ხარჯების კონტროლი;
- მიმდინარე შედეგების შესახებ ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება;
- არსებული კლიენტების შენარჩუნებისა და დამატებითი მომსახურებების შეთავაზების ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოპერაციო, ადმინისტრაციულ ან გუნდის მართვის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სამუშაო პროცესებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანად ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კლიენტებთან პროფესიონალური კომუნიკაციისა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი;
- საოფისე პროგრამებისა და Excel-ის საბაზისო ცოდნა;
- მოქნილ და დინამიკურ სამუშაო გარემოში საქმიანობის შესაძლებლობა;
- მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად;
- დასუფთავების, მომსახურების, სასტუმრო ან სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი და კომპანიის მიმდინარე ობიექტები;
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; გრაფიკი წინასწარ იგეგმება ობიექტების სპეციფიკის გათვალისწინებით;
- ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე;
- პირადად მოზიდულ ახალ კლიენტებზე — დამატებითი საკომისიო;
- საქმიანი სატელეფონო და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება კომპანიის წესების შესაბამისად;
- პროფესიული განვითარებისა და კომპანიასთან ერთად ზრდის შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "საოპერაციო მენეჯერი".
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გუნდის მართვაოპერაციული მენეჯმენტიExcelკომუნიკაციაპრობლემების გადაჭრადროის მენეჯმენტი