შშმ პირების პერსონალური ასისტენტი

ხელი ხელს
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: მოქნილი განაკვეთი
ანაზღაურება: 8-9 ₾/საათი
გამოქვეყნდა: 5 აგვ
განაცხადების ვადა: 4 სექ

" ხელი ხელს " აცხადებს პერსონალური ასისტენტის ვაკანსიას თბილისში.

გსურთ თქვენი საქმიანობით რეალური ცვლილება მოუტანოთ ადამიანების ცხოვრებას?

შემოუერთდით ჩვენს გუნდს და დაეხმარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების წარმართვაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბენეფიციართან ვიზიტი და მხარდაჭერის გაწევა მის ბუნებრივ გარემოში;
  • ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ასისტირება;
  • თვითმოვლის, კვების, ჰიგიენისა და ყოველდღიური ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებასა და შესრულებაში დახმარება;
  • ბენეფიციარის დამოუკიდებლობისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა.

ანაზღაურება:

  • სტაჟირების/სასწავლო პერიოდი (2 კვირა) - 6 ლარი საათში;
  • სტანდარტულად - 8-9 ლარი საათში;
  • უქმე დღეებში - 10 ლარი საათში;
  • ანაზღაურება ირიცხება საბანკო ანგარიშზე ყოველი თვის დასაწყისში.

სამუშაო გრაფიკი:

  • მოქნილი გრაფიკი, რომელიც თანხმდება ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით;
  • შესაძლებელია საქმიანობის შეთავსება სწავლასთან ან სხვა სამსახურთან.

სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა უბანი, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობას;
  • პრაქტიკული გამოცდილების მიღებას სოციალურ და ზრუნვის სფეროში;
  • მხარდამჭერ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 592 06 59 67; 551 35 05 04 ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე:

ზრუნვაკომუნიკაციაპასუხისმგებლობა