ნიუტონის თავისუფალი სკოლა-ის ლოგო

უცხო ენების დეპარტამენტის სტაჟიორი

ნიუტონის თავისუფალი სკოლა
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სტაჟირება
გამოქვეყნდა: 28 ოქტ
განაცხადების ვადა: 27 ნოე

ნიუტონის თავისუფალი სკოლა აცხადებს კონკურსს უცხო ენების დეპარტამენტის (ფრანგული, ესპანური, გერმანული) სტაჟიორის ვაკანტურ პოზიციაზე.

თუ კარგად გამოგდით ბავშვებთან ურთიერთობა, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება. ნიუტონის თავისუფალი სკოლა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს სტაჟიორს უცხო ენების დეპარტამენტში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: შესაბამისი უმაღლესი განათლება, კომპიუტერული საოფისე სრულყოფილი ცოდნა. უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტური კომუნიკაცია, ორგანიზებულობა, კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა, კრეატიულობა, გუნდური მუშაობის უნარი, პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

ფრანგული ენაესპანური ენაგერმანული ენასაოფისე პროგრამებიეფექტური კომუნიკაციაგუნდური მუშაობაკრეატიულობაპასუხისმგებლობაორგანიზებულობაკონფლიქტების მართვა