საკრედიტო ექსპერტი
ჩიპ მანი მდებარეობა: გორი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 950 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 12 აგვ
განაცხადების ვადა: 11 სექ
გამოცდილების დონე: საშუალო
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია " ჩიპ მანი " აცხადებს ვაკანსიას გორში საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პორტფელში არსებულ კლიენტებზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
- პრობლემურ კლიენტებთან სატელეფონო მოლაპარაკებების წარმოება;
- პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება;
- ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
ძირითადი მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული განხრით).
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
- მოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარი
- პუნქტუალობა, პრინციპულობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- პრინციპულობა, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი - სრული.
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიკურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
- სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
- პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
- ანაზღაურება: ფიქსირებული 950 + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საკრედიტო ანალიზიმოლაპარაკებების წარმოებასაოფისე პროგრამებიკომუნიკაციაანალიტიკური აზროვნება