სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
დასაქმების ტიპი: მოქნილი განაკვეთი
გამოქვეყნდა: 18 სექ
განაცხადების ვადა: 18 ოქტ

საცალო გაყიდვების კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ნახევარ განაკვეთზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ბუღალტერს, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს კომპანიის ყოველდღიური ფინანსური და საბუღალტრო პროცესების მართვას.

სამუშაო ფორმატი:

  • კვირაში 3 დღე ოფისიდან მუშაობა
  • დანარჩენ სამუშაო დღეებში დისტანციური მუშაობა
  • ნახევარ განაკვეთზე
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • საცალო გაყიდვების და შემოსავლების აღრიცხვა;
  • კომპანიის ხარჯების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • საბანკო ოპერაციების კონტროლი და აღრიცხვა;
  • მომწოდებლებთან და სხვა კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებების წარმოება;
  • თანამშრომლების ხელფასების დათვლა და ჩარიცხვა;
  • საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი;
  • დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
  • იმპორტირებული ტვირთების საბაჟო დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და მოწესრიგება;
  • ზედნადებების, ინვოისებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა;
  • კომპანიის ფინანსური მოძრაობების პერიოდული შეჯერება;
  • ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ინფორმაციისა და მოკლე ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

  • ბუღალტრად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • RS.ge-სა და შესაბამის ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საბანკო ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საცალო ვაჭრობის ან იმპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • Excel-ის ან Google Sheets-ის პრაქტიკული ცოდნა;
  • სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და სამუშაო პროცესების დროულად მართვის უნარი.

განაცხადის გამოგზავნა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე:

ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ბუღალტერი".

საგადასახადო კანონმდებლობაRS.geExcelGoogle Sheetsსაბუღალტრო აღრიცხვა