აუთსორს იურისტი
ტენე დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1000 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 17 აგვ
განაცხადების ვადა: 16 სექ
გამოცდილების დონე: გამოცდილი
კომპანია "Tene" ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ აუთსორს იურისტს , რომელიც იმუშავებს დისტრიბუციასთან დაკავშირებულ პრობლემურ სამართლებრივ საკითხებსა და დავალიანებების ამოღებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დისტრიბუციასთან დაკავშირებული პრობლემური ქეისების სამართლებრივი მართვა;
- ვადაგადაცილებული და პრობლემური დავალიანებების ამოღებაზე მუშაობა;
- მოვალეებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
- დავალიანების დაფარვის პირობების შეთანხმება;
- სამართლებრივი დოკუმენტაციისა და მოთხოვნების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოში საქმის წარმოება;
- ქეისების სტატუსისა და შედეგების შესახებ კომპანიისთვის პერიოდული ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- იურისტად მუშაობის შესაბამისი გამოცდილება;
- სასურველია გამოცდილება დავალიანებების ამოღების, კომერციული დავებისა და კომპანიებთან სამართლებრივი ურთიერთობის მიმართულებით;
- ძლიერი მოლაპარაკების უნარი;
- არგუმენტირებულად კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული — 1, 000 ლარი თვეში + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე ელ. ფოსტა , გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
იურიდიული განათლებადავალიანებების ამოღებამოლაპარაკებების წარმოებასამართლებრივი დოკუმენტაციასასამართლოში საქმის წარმოება