გაყიდვების აგენტი
Rivo • რივო მდებარეობა: ნებისმიერი
სამუშაო ფორმატი: დისტანციური
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500-2000 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 7 სექ
განაცხადების ვადა: 17 სექ
გამოცდილების დონე: საშუალო
რივო არის AI-ზე დაფუძნებული რეკრუტინგ პლატფორმა, რომელიც სამსახურის მაძიებლებს ეხმარება სწრაფად იპოვონ მათთვის შესაბამისი ვაკანსიები, ხოლო კომპანიებს სთავაზობს ვაკანსიების მართვის, კანდიდატების მოძიების, შეფასებისა და დაქირავების პროცესის ერთიან სისტემას.
ამჟამად ჩვენს გუნდში ვეძებთ გაყიდვების აგენტს.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
- პლატფორმის შესაძლებლობების პრეზენტაცია და გაყიდვების პროცესის მართვა;
- გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
- გაყიდვების გეგმის შესრულება.
მოთხოვნები:
- სულ მცირე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა და აქტიურობა.
რას გთავაზობთ:
- პერფორმანსზე დამოკიდებულ ანაზღაურებას - ფიქსირებული 1500 ლარი (ნეტი) + ულიმიტო ბონუსი;
- დისტანციურ მუშაობას, სურვილის შემთხვევაში ოფისიდან მუშაობის შესაძლებლობით.
- ტექნიკითა და სოფტით აღჭურვას - წვდომა წამყვან პრემიუმ პროგრამულ უზრუნველყოფებზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ხელსაწყოებზე;
- მეგობრულ გარემოში და ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
- კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით;