მოლარე-კონსულტანტი - ნახევარი განაკვეთი
Hopihopთბილისი მოლში მდებარე "Hopihop" -ის საბავშვო სივრცე მოლარე-კონსულტანტს ეძებს.
თუ გსურს ბავშვებთან მუშაობა მხიარულ და მეგობრულ გარემოში, ეს ვაკანსია შენთვისაა!
გრაფიკი 1:
-
ნახევარი განაკვეთი, კვირაში 21 საათი, კვირაში 3 დღე (შაბათი-კვირა და ერთი სამუშაო დღე). დღეში 7 საათი;
-
4 დასვენების დღე;
-
ანაზღაურება: 600 ლარი .
გრაფიკი 2:
-
ნახევარ განაკვეთი, კვირაში 21 საათი. კვირაში 5 დღე - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 17:30-დან 22:00-მდე;
-
შაბათ-კვირა დასვენების დღეებია;
-
ანაზღაურება: 600 ლარი .
რა იქნება შენი მოვალეობა?
-
მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
-
ბავშვების მიღება და დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში;
-
პლატფორმის ყოველდღიური შემოწმება.
ვის ვეძებთ?
-
მხიარულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, ვინც ინგლისურს მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ფლობს;
-
სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერე შემდეგ მისამართზე: ელ. ფოსტა .
სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი (ნახევარი განაკვეთი)", ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 571 96 96 12.