სამშენებლო პროექტების მენეჯერი - ბლოქსი

სამშენებლო პროექტების მენეჯერი

ბლოქსი
თბილისი
სრული
14/03/2026
14/04/2026

დეველოპერული კომპანია აცხადებს სამშენებლო პროექტების მენეჯერის ვაკანსიას საცხოვრებელი კორპუსების პროექტების მართვის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 19, "დრიმ თაუერის"

სამუშაო გრაფიკი: არაუმეტეს 40 საათი კვირაში

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესის წარმართვა;

** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, განახლება და მონიტორინგი;

** პროექტის ბიუჯეტის მართვა;

** ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;

** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;

** სატენდერო პროცედურების მართვა/მონიტორინგი;

** დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა;

** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;

** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა

** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება და მართვა;

** საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება;

** პროექტის მიღება - ჩაბარების პროცესის მართვა;

** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული უნარები:

** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** პროგრამების ცოდნა (Archicad, Autocad);

** პროგრამის ცოდნა (Microsoft Project);

** უცხო ენის ცოდნა სასურველია (ინგლისური);

** პროექტის მართვის ცოდნა და უნარი;

** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;

** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;

** გუნდის მართვის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: recruitmentac7@outlook.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ArchicadAutocadMicrosoft Projectპროექტის მართვასამშენებლო ზედამხედველობაბიუჯეტის მართვაგუნდის მართვაინგლისური ენა