ჯუნიორ პროექტ მენეჯერი
Gigi On The Road მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 24 აგვ
განაცხადების ვადა: 23 სექ
გამოცდილების დონე: დამწყები
ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და კრეატიულ ადამიანს, რომელიც " Gigi On The Road "-ის გუნდს შემოუერთდება და მონაწილეობას მიიღებს როგორც პროექტების ორგანიზებაში, ისე ბრენდის განვითარებასა და აუდიტორიის ზრდაში.
On-site | Full-time / სრული განაკვეთი
მოვალეობები:
- YouTube, Instagram, TikTok და სხვა პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
- გადაღებებისა და პროექტების ლოჯისტიკურ ორგანიზებაში მონაწილეობა;
- ახალი იდეების მოძიება აუდიტორიის გასაზრდელად;
- კონტენტის მიმართულებებისა და ახალი ფორმატების იდეების შეთავაზება;
- ტრენდებისა და სოციალური მედიის ტენდენციების კვლევა;
- კონტენტის შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;
- ბრენდის ონლაინ-პოზიციონირებისა და ცნობადობის ზრდაში მონაწილეობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
- კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების გენერირების უნარი;
- რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- სოციალური მედიის პლატფორმების კარგი ცოდნა;
- YouTube, Instagram და TikTok-ის მუშაობის საბაზისო პრინციპების ცოდნა;
- ტრენდებისა და ონლაინ კონტენტის მიმართ კარგი ხედვა;
- სწრაფად სწავლისა და განვითარებისთვის მზადყოფნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პროექტების მენეჯმენტის, მარკეტინგის, SMM-ის ან კონტენტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სრულ განაკვეთზე დასაქმებას/სტაბილურ შემოსავალს;
- კომფორტული სამუშაო სივრცე/ოფისი;
- გადაღებებზე Gigi On The Road-ის გუნდთან ერთად მუშაობა;
- პროფესიულ განვითარებას და დიდი გამოცდილების მიღებას;
- კრეატიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი CV
გადადით ბმულზე და შეავსეთ ფორმა - https://forms.gle/3ANvVW3Xu3G5eG6j8
Project ManagementSocial Media MarketingContent CreationCommunicationYouTubeInstagramTikTokTrend AnalysisEnglish