საწყობის მიმღები ოპერატორი
ონვეი დელივერი მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1200 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 7 ოქტ
განაცხადების ვადა: 6 ნოე
გამოცდილების დონე: დამწყები
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საწყობის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00, შაბათი - 09:00-16:00, კვირა - დასვენება;
- ანაზღაურება: 1200 ლარი ;
- მისამართი: ზაჰესი, არსენ ოქროჯანაშვილის 26.
ძირითადი მოვალეობები:
- გზავნილების მიღება, დასკანერება, დასტიკერება, დახარისხება უბნების მიხედვით მისამართებზე;
- მანქანის დატვირთვა.
ძირითადი მოთხოვნები: თბილისის უბნებისა და საქართველოს რეგიონების კარგი ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
- მოტივირებულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა , ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მიმღები ოპერატორი".
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: info@onway.delivery ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, როსტევანის 8ა).
გზავნილების მიღებადასკანერებადახარისხებათბილისის უბნების ცოდნასაქართველოს რეგიონების ცოდნა