ექთან-ფლებოტომისტი

ვისტამედი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 24 სექ
განაცხადების ვადა: 24 ოქტ
გამოცდილების დონე: საშუალო

კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას 24 საათიანი ექთან-ფლებოტომისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტისთვის ვენიდან სისხლის აღება (ბინაზე გამოძახებით);
  • აღებული მასალის შესაბამის სინჯარაში მოთავსება წესების დაცვით;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამედიცინო განათლება ან პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი;
  • პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ვენიდან სისხლის აღების გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:

  • ცვლაში (ყოველ მე-4 დღეს 24საათიანი მორიგეობა)
  • სამუშაო საათები: 08:30-08:30
  • მისამართი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, რამაზის ქუჩა N28.

ბენეფიტი: სამუშაო დღის დაწყებისას (დილით) ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: . წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება : "24 საათიანი ექთან-ფლებოტომისტი".

ვენიდან სისხლის აღებასამედიცინო დოკუმენტაციაპაციენტებთან მუშაობადროის მართვადეტალებზე ორიენტაცია