ასისტენტი/პედაგოგი

ოთახი ეზოში
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1000 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 24 სექ
განაცხადების ვადა: 24 ოქტ

"ოთახი ეზოში" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის/პედაგოგის პოზიციაზე ბავშვებთან სამუშაოდ.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, პატივს სცემს თითოეული ბავშვის ინდივიდუალობას და სურს შექმნას მათთვის უსაფრთხო, მშვიდი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.

ძირითადი მოვალეობები:

  • 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან ყოველდღიური მუშაობა;
  • ბავშვების საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობა;
  • თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება;
  • ბავშვებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა;
  • გუნდთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია განათლება ან გამოცდილება შემდეგი მიმართულებებიდან:

  • ფსიქოლოგია;
  • პედაგოგიკა;
  • ოკუპაციური თერაპია.

შესაბამისი განათლება სავალდებულო არ არის, შერჩეული კანდიდატი სამუშაოს დაწყებამდე გაივლის შესაბამის ტრენინგს.

მნიშვნელოვანია:

  • ბავშვებთან მუშაობის სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თბილი და კომუნიკაბელური დამოკიდებულება;
  • ბავშვების ინდივიდუალობისა და საზღვრების პატივისცემა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღეები: სამშაბათი-პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 10:00-18:00;
  • ანაზღაურება: 1000 ლარი თვეში;
  • სამუშაო ადგილი: სოლოლაკი, გერონტი ქიქოძის 16.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტის მისამართებზე: ; ninideminashvili000@gmail.com

გთხოვთ, სამოტივაციო წერილში მოკლედ მოგვიყვეთ თქვენი გამოცდილების, ბავშვებთან მუშაობის სურვილისა და იმ მიზეზის შესახებ, თუ რატომ გაინტერესებთ "ოთახი ეზოში"-ს გუნდში შემოერთება.

ბავშვებთან მუშაობაპედაგოგიკაკომუნიკაციაგუნდური მუშაობა