სუპერვაიზერი

დიპლომატ ჰოლდინგი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 10 სექ
განაცხადების ვადა: 10 ოქტ
გამოცდილების დონე: საშუალო

სადისტრიბუციო კომპანია შპს " დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში სუპერვაიზერის პოზიციაზე.

შპს დიპლომატ ჰოლდინგი არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს ყოველდღიური მოხმარების საკვები პროდუქტების დისტრიბუციას 2002 წლიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://diplomatholding.com.ge/

პერსონალური კომპეტენციები:

  • ძლიერი ანალიტიკური და ლიდერული უნარები
  • გუნდის მართვის უნარი
  • დროის და პრიორიტეტების მართვის ცოდნა
  • ბაზრის ცოდნა (კონკურენტების სტრუქტურა, ფასები, აქციები)
  • გადაწყვეტილების მიღების სწრაფი უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ
  • ანაზღაურება: განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების გუნდის მოტივაციის სისტემა — ბონუსების და KPI-ების მიხედვით.
  • გუნდის ტრენინგი და განვითარებაზე მუშაობა — პროდუქტის, გაყიდვების ტექნიკის და კატეგორიული ცოდნის ამაღლება.
  • მენტორობა ახალ თანამშრომლებზე — ახალი გუნდის წევრების ადაპტაცია მარშრუტზე.
  • კომუნიკაცია და უკუკავშირის მიწოდება — ყოველდღიური ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგება გუნდის შესრულებაზე და გაუმჯობესების რჩევები.

ბიზნესის განვითარება:

  • ახალი ობიექტების მოძიება და ქსელის გაფართოება
  • გაყიდვების პოტენციალის შეფასება უბნებით / რაიონებით.
  • ფასდაკლების პოლიტიკის ანალიზი — სად ღირს პრომო შეთავაზება და სად არა.
  • კლიენტთა სეგმენტაცია — ABC ან RFM მოდელით.

ოპერაციული და ლოჯისტიკური კონტროლი:

  • საწყობთან კოორდინაცია — შეკვეთების დროული გატანა/მიღება და მარაგების მართვა.
  • POS მასალების მართვა — დისპლეების და სტიკერების განთავსების კონტროლი.
  • ინვენტარიზაციის პერიოდული შემოწმება — სავაჭრო ობიექტებში დარჩენილი მარაგების დათვლა.

ანალიტიკა და რეპორტინგი:

  • გაყიდვების ანალიზი — ნავაჭრი, დაფარვა, აქტივაციის დონე, ზრდის ტენდენციები.
  • SKU-ების მოძრაობის ანალიზი — ტოპ და სლოუმუვერების იდენტიფიცირება.
  • კვირის და თვის რეპორტინგი — მიზნების შესრულების სტატისტიკა, შეფერხებების მიზეზების განმარტებით.
  • პრომო აქციების ეფექტურობის შეფასება.
  • რეალურ დროში სავაჭრო აგენტების მარშრუტების და შედეგების მონიტორინგი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გუნდის მართვაანალიტიკური უნარებიგაყიდვების ანალიზიKPI მართვაბაზრის კვლევამენტორობა